თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულის განცხადებით, ახალი პრემიერმიმისტრისგან, ირაკლი კობახიძისგან NATO-ში ელჩობის შეთავაზება მიიღო, რასაც, სავარაუდოდ, დათანხმდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხ თვეში მიიღებს.
"13 წელია ვარ საჯარო მოხელე. ეს არის ძალიან ბევრი, 3 როტაცია ჩავატარე, 4 წელიწად ნახევარი ვიმუშავე 3 უწყებაში. ეს ერთი. მეორე, მყავს დიდი ოჯახი და მე მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერმინისტრს, რომ განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის მერე, სავარაუდოდ, დავთანხმდები, მაგრამ მაქვს ფიქრის დროს, ეს 4 თვე იქნება თან დასვენების და ასევე მიგიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს", - ამბობს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ თავდაცვის კოდექსის მიღების შემდეგ ღარიბაშვილსაც აცნობა, თუმცა მან "სთხოვა", რომ პოსტი ჯერჯერობით არ დაეტოვებინა.
ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრთა კაბინეტიდან ერთადერთი იქნება, ვინც თანამდებობას დატოვებს. კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან თავისი სურვილით მიიღო. მისივე განცხადებით, ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ.