მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივის და მის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
POSTV-ის ეთერში ქართული ოცნების პროპაგანდისტმა შალვა რამიშვილმა პაატა ბურჭულაძეს ფონდ იავნანაში საქმიანობისას თაღლითობასა და ფულის მითვისებაში დაადანაშაულა.
პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ახლა რამიშვილს მოუწევს მტკიცებულებები წარმოადგინოს ბრალდებებზე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ იავნანას ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყო, რასაც საფუძვლად “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” განცხადება დაედო. ორგანიზაციამ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რომ ფონდ იავნანას ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
საგამოძიებო ფილმი, რის საფუძველზეც “აფბამ” პროკურატურას მიმართა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ POSTV-მ გაავრცელა.
პაატა ბურჭულაძე აცხადებდა, რომ აღნიშნული ბრალდებები ფონდისა და იქ მომუშავე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.