logo
ENG



ბურჯანაძე: ყველაზე პროქართული პარტია ვართ ნამდვილად

05 ივნ 202022:30
3 წუთის საკითხავი
 

„ყველაზე პროქართული პარტია ვართ“,-ასე გამოეხმაურა ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ წამყვანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანას პროდასავლური მომავალი აქვს.

როგორც ბურჯანაძემ გადაცემაში აღნიშნა, ის მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნის ასაშენებლად პირველ რიგში სახელმწიფოს შიდა პრობლემები უნდა მოგვარდეს და ეს მხოლოდ დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი.

„ყველაზე პროქართული პარტია ვართ ნამდვილად და არ მინდა ამის მტკიცება. რომელ პროდასავლურობაზე მელაპარაკებით 21-ე საუკუნეში ფეოდალს ვითმენთ ქვეყანაში რა პროდასვლურობაზე მელაპარაკებით. მე გადავაბიჯე ძალიან ბევრ რამეს, ისივე როგორც სხვა კოლეგებმა ვინც იქ სხედან მათაც გადააბიჯეს თავის ემოციას, ვიტან იმას რომ ქართული ოცნება ბომბარდირებას ახდენს ჩემსას და მთავარ სამიზნედ ვყავარ. ზუსტად იმიტომ რომ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, რომ სხვა არაფერი უკეთესი არ არსებობს, ზუსტად ამიტომ ვიტან ჭკუის სწავლებას, რომ ყველა რა გადასარევია და ერთი ბურჯანაძე და მისი მომხრეები არიან, ვისაც რუსეთის გუბერნიად უნდა ყოფნა. მე ვიცი როგორც პოლიტიკოსმა, როგორც გამოცდილმა  დიპლომატმა, ევროპული ქვეყნის აშენება თუ გინდათ პირველ რიგში უნდ მოაგვაროთ სახელმწიფოს შიდა პრობლემები, მე ვფიქრობ რომ ეს საზღვარზე წასვლით, გახდით, ყვირილით, დედის გინებით არ მოგვარდება, მე ვთვლი რომ ეს მოგვარდება როგორც დასავლეთთან საუბრით, ისე პირდაპირი საუბრით შენ ოპონენტთან. პრობლემების მოგვარების გზა არის დიპლომატია და რატომ ვარ მე დამნაშავე იმაში რომ ვამბობ ერთადერთს, რომ დიპლომატია გამოიყენეთ როცა ომის თავი არ გაქვთ, თუ გაქვთ ომის თავი იომეთ მოიგეთ. როცა ომი იყო ჩემი შვილი და ქმარი პირველ ხაზზე იყო, მაგრამ მაინც წავაგეთ სამწუხაროდ. დიპლომატიაში შემიძლია თუ არ მოვიგებ, არ წავაგო მაინც“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა