ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობს, რომ ეს თავდაცვისა და პრევენციის მექანიზმია.
ბურჯანაძე არ გამორცხავს, რომ ქართული ოცნების ლიდერებთან დაკავშირებით გარკვეულმა მასალებმა გაჟონეს და ახლა ეშინიათ, "სიმართლე არ ამოტივტივდეს".
"შიში იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც საიდუმლო მასალები შეიძლება გამოჩნდეს, რა თქმა უნდა მათში არსებობს. აბა ვისაც არ ეშინია არც წუხს მაგაზე.
მე ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, რომ მათ მართლა ჩაუვარდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მასალებმა გაჟონეს, ქართული ოცნების ლიდერებთან დაკავშირებით და ახლა ეს არის წინასწარ თავდაცვის და პრევენციის მექანიზმი, სხვა არაფერი.
როცა დასამალი ბევრი გაქვს და გეშინია, რომ სიმართლე არ ამოტივტივდეს, მაშინ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ქურდს ქუდიც ეწვის",-ამბობს ბურჯანაძე.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიცია გაყალბებული, Deepfake ტექნოლოგიით მომზადებული ვიდეოს გავრცელებას გეგმავს, რომელიც შესაძლოა სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს ან არჩევნების წინა დღეს განთავსდეს.