საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია.
როგორც ჟვანიამ "ფორმულას" უთხრა, მისი ძმის შვილი მუცლის არეშია დაჭრილი, თუმცა მძიმე ჭრილობა არაა.
"ფორმულას" ინფორმაციით, იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
კლინიკაში "ფორმულას" დამატებით ინფორმაციას არ აძლევენ და ამბობენ, რომ კონფიდენციალურობა მათ ოჯახებმა მოსთხოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ბუსა ჟვანია დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ. თავად თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.