მოძრაობამ „გაბედე“ პარლამენტთან ჩემოდანი მიიტანა, რომელშიც სიმბოლურად შეშა და 41-დოლარიანები იდო. ისინი აცხადებენ, რომ შეშის ყველაზ ემეტად ეშინია მთავრობას, ხოლო ფული ისაა, რაც მათ ძალაუფლებას უნარჩუნებს.
„ეს არის ის, რისაც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინას - ჩვენ ვართ კრიმინალები და დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ პოლიციისთვის. ბიძინას შეშინებული სახე არის ეს, მინუს ყინვაში მან წაართვა ხალხს სითბო. მას ეშინია, რომ ხალხი იყოს ერთიანი, პროტესტი აშინებს ივანშვილს. ყველაზე მეტად უყვარს ფული, რაც მას უნარჩუნებს ძალაუფლებას, ამ დოლარების გარშემოა გაერთიანებული ის ნარჩნები, რაც დარჩა „ქართული ოცნებისგან", -აცხადებენ მოძრაობის წევრები.
მომდევნო პერფორმანსს აანონსებს მოძრაობა „შეცვალე“.