logo
ENG



გაბუნია: თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღებსა და სკოლებში სწავლა გაგრძელდება

06 აპრ 202113:47
3 წუთის საკითხავი
clock 417
2021/04/06/foiyviso4o2y1f5.png

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ეპიდვითარებიდან გამომდინარე უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ქვეყანაში სკოლები და ბაღები არ დაიხურება.

"ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა, დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული. ამდენად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღებში და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, საჭირო გახდება დამატებით შეზღუდვების დაწესება და იმ მექანიზმების დაბრუნება, რაც რამდენიმე თვის წინ მოქმედებდა. 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში COVID 19-ის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები შეზღუდვებზე საუბრობენ, პარალელურად კი, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან 3 კვირის თავზე ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.


close დახურვა