logo
ENG



გაბუნია: ფაიზერით ვაქციანცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც დაიწყება

30 ივლ 202113:37
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაიზერით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც შესაძლებელი იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ფაიზერის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მზაობა შვიდმა დაწესებულებამ გამოთქვა. 

"ფაიზერით ვაქციანცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებში. თბილისში არის რამდენიმე ძალიან დიდი გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებს ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს. ექსპერტების ჯგუფმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაიზერით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ გამოთქვა მზაობა ფაიზერის ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით", - თქვა გაბუნიამ. 

30 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 464 875 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 153 128 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 2712 შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი.


close დახურვა