ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინა სინოფარმი ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან და საქართველოს მთავრობას ამ ვარიანტის განხილვა დაწყებული აქვს.
რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ მისი შემოტანა არ განიხილება.
"ჩინური ვაქცინა სინოფარმი ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან, ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის თავიდანვე არ ყოფილა ოფცია. ავტორიზაცია, შესაძლოა, რუსულმა ვაქცინამაც მიიღოს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვთვლით, რომ შეგვიძლია, რუსული ვაქცინა გამოვიყენოთ ამ მიზნებისთვის, რადგან არჩევანი ფართოა და ქვეყანა მოახერხეს სხვა ვაქცინების მობილიზებას", - თქვა გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.
გაბუნიამ დღეს, 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინა 22 მარტის კვირაში შემოვა.