logo
ENG



გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე: ვფიქრობ, ცვლილების დროა

10 დეკ 202112:57
3 წუთის საკითხავი
clock 530

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეკატერინე ტიკარაძის პოსტის დატოვებაზე ამბობს, რომ "ცვლილების დროა" და ამის მიზეზებზე კომენტარს თავად ვერ გააკეთებს. 

"მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა