logo
ENG



გაბუნიას თქმით, ინდოეთიდან ვაქცინის შემოტანაზე მიმდინარეობს მუშაობა

09 მარ 202114:31
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნიას თქმით, ინდოეთიდან ვაქცინის შემოტანაზე მიმდინარეობს მუშაობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთში იმყოფება და იქიდან საქართველოში ვაქცინების შემოტანაზე მართავს მოლაპარაკებას. გაბუნიას თქმით, ინდურ ვაქცინებს ჯანმოს რეკომენდაცია არ მიუღია, მაგრამ მათი გამოყენება უკვე დაწყო არაერთმა ქვეყანამ. 

"ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თითქმის ერთი კვირაა, ინდოეთი არის ერთერთი დიდი მწარმოებელი ვაქცინების,  მათ შორის არის ასტრაზენეკა. ასევე, ნოვავაქსი, რომელიც ასევე იქნება წარმოებული სერუმის ინსტიტუტში და არის ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო უკვე არაერთმა ქვეყანამ.  ინდოეთი, გარკვეულწილად, მკაცრად არეგულირებს ვაქცინების ქვეყნიდან გამოტანას, სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი ჩვენი მიზნებისთვის", - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, თავდაპირველად, საუბარია ვაქცინების შედარებით მცირე რაოდენობაზე.

"თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა ნოვავაქსის მოლოდინი გვაქვს, ასევე კოვადის პლატფორმიდან. თუმცა ნოვავაქსის მიმართულებით ჩვენ დაახლოებით მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ნოვავაქსის მოლოდინი გვაქვს ასევე კოვადის პლატფორმიდან", - აცხადებს გაბუნია. 

ამავდროულად, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოს დაიწყოს. გაბუნიას თქმით, როგორც დაანონსებული იყო, საქართველო კოვაქსის პლატფორმით, 22 მარტის კვირაში ელოდება ფაიზერის ვაქცინას. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილონ.


close დახურვა