logo
ENG



გაბუნიას თქმით, სკოლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება

01 თებ 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock 744
გაბუნიას თქმით, სკოლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სკოლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, კვლავ არჩევითი იქნება, მოსწავლე დისტანციურად ისწავლის თუ საკლასო ოთახში ივლის.

"სწავლება გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს - ჰიბრიდული რეჟიმით. სკოლები არიან კარგად მომზადებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ", - თქვა გაბუნიამ.

განათლების სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%-ია აცრილი.


close დახურვა