logo
ENG



გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - სამოქალაქო სექტორი მის გაუქმებას მოითხოვს

05 მაი 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის ეკონომიკის, დემოკრატიისა და პირველ რიგში მოქალაქეების შიმშილისაგან გადასარჩენად პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბიძინა ივანიშვილის გუნდისგან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვს.

„ქართული ოცნება“ კი აკრძალვების გახანგრძლივებაზე ალაპარაკდა. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას ისე, რომ ამან, მათი მტკიცებით, მოახლოებულ არჩევნებს ხელი არ უნდა შეუშალოს. 

ხელისუფლების ოპონენტებს კი სჯერათ, რომ სწორედ ოპოზიციის დაზარალებაა ის, რა სარგებელსაც ახლა ივანიშვილი ეპიდსიტუაციის მოტივით გაგრძელებული აკრძალვებით იღებს. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ასე ქართული ოცნება მათ საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლის.

მმართველი ძალა გაზრდილ ძალაუფლებაზე უარის თქმას ჯერ არ ჩქარობს და ოპოზიციის აქტიურობას ამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიზნით, ხელოვნურს და პოპულისტურს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც - მათგან ქუთაისი და ბათუმი დღეს გაიხსნა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა