logo
ENG



გადარჩენილი სიცოცხლე - დროება

17 ოქტ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 

ოცნებამ დიდი ხანია ეპიდემია თავის მოკავშირედ აქცია ძალაუფლებისთვის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს უბრალოდ სისხლიანი პლაკატები კი არ გადააკრა, უპასუხისმგებლო მართვის, უმართაობის შედეგად ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაზე გადაგვიყვანა, რითაც კიდევ დიდხანს დაიტოვა არგუმენტი ყოველი ახალი ტალღის პიკის მოახლოვების შემთხვევაში კვლავ მკაცრი რეგულაციების შემოსაღებად და თავისუფლებების შესაზღუდად. ​საქართველომ უკვე დაკარგა 9468 ადამიანი. დროებამ, როგორც პასუხისმგებლიანმა მედიამ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და საკუთარ თავზე აგვეღო ერთი სიცოცხლის გადარჩენის მისია. 


close დახურვა