გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას პოლიტპატიმრობის შესახებ იმსჯელებენ.
„ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელ კომისიაზე შეიკრიბებიან. შეხვედრაზე გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია მტკიცებულებებს წარმოადგენს, რომლებიც "ევროპული საქართველოს" ლიდერის პოლიტიკური მოტივით დაკავებას დაადასტურებს.
დღევანდელი შეხვედრის შემდგომ კომისია მომდევნო შეხვედრებსაც დააანონსებს, რომელზეც პოლიტიკურად დევნილ სხვა ოპოზიციური ლიდერების საქმეებსაც განიხილავენ. კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და საქმის მასალები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
„მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ იმსჯელოს ამ საკითხზე. მივაქციოთ ყურადღება საქმის მასალებს, გაეცნოს ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. გვინდა ვიმსჯელოთ, რომ დაჩქარდეს სხვებთან მიმართებაში განხილვა“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.