logo
ENG



გაერო: უკრაინა, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

23 მაი 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/23/3bn7chjlqxoq6ft.jpg
(Aris Messinis/AFP/Getty Images)

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) უახლესი მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 6,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა.

უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:

  • პოლონეთი - 3.5 მილიონი
  • უნგრეთი - 644 000
  • სლოვაკეთი - 442 000
  • რუმინეთი - 472 000
  • მოლდოვა - 471 000
  • რუსეთი - 920 000
  • ბელარუსი - 27 000 

 გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის თანახმად, 8 მილიონზე მეტი ადამიანი - თითქმის ყოველი მეხუთე, უკრაინის ომამდელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით,  იძულებით გადაადგილებულია.

აპრილის ბოლოს UNHCR-მა განაცხადა, რომ  სავარაუდოთ, უკრაინას 8,3 მილიონი ლტოლვილი დატოვებს.


close დახურვა