რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს აშშ-ს ინიციატივას ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი სანქციები დაეწესებინათ. სანქციები უკავშირდებოდა ფხენიანის მხრიდან ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას.
უშიშროების საბჭოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების გამო საბჭოში უთანხმოებაა. დანარჩენმა 13-მა წევრმა აშშ-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტში საუბარი იყო ჩრდილოეთ კორეაში თამბაქოსა და ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე.
ხმის მიცემა ჩატარდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამი რაკეტა გაუშვა, მათ შორის თავისი ყველაზე მძლავრი - კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.
აშშ-ს ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა კენჭისყრას "გამაცრუებელი დღე" უწოდა.
"მსოფლიო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აშკარა და რეალურ საფრთხეს აწყდება. საბჭოს თავშეკავებამ და დუმილმა არ აღმოფხვრა ან თუნდაც არ შეამცირა საფრთხე", - ამბობს ელჩი.
უშიშროების საბჭოში პირველი შემზღუდავი ზომები ჩრდილოეთ კორეას 2005 წელს დაუწესეს. ბოლო 16 წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთხელ გაუმკაცრებია სანქციები, რათა ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის დაფინანსება შეწყვეტილიყო. ბოლოს საერთაშორისო სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ 2017 წელს გააფართოვეს.