logo
ENG



გაზდელიანი ხაბეიშვილს: სკამს ნუ ჩაეჭიდები, მოგიწოდებთ, გადადგე

29 ნოე 202312:34
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ისინი ამბობენ, ხაბეიშვილმა ნდომის რესურსი "სრულად ამოწურა". 

"ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე, როგორც დღევანდელი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ გადადგე შენი დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა ბესო გაზდელიანმა. 

თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი წევრები უახლოეს მომავალში პარტიის ყრილობის გამართვას ითხოვენ. 

დღეს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია პოლიტსაბჭოს აფართოებს. მისი თქმით, დღეს, 29 ნოემბერს, 16:00 საათზე გამოაცხადებენ, ვინ დაემატება პოლიტსაბჭოს. მან დაასახელა პირობა, რომ საბჭოში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ.

***

ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

მანიფეტს ხელი არ მოაწერა ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ამის შემდეგ ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მელია ნაციონალურ მოძრაობას აღარ წარმოადგენდა.

 

 
 
 

close დახურვა