logo
ENG



გალანტი: ისრაელი იქამდე არ დაასრულებს ომს ღაზაში, სანამ ჰამასი არ განადგურდება

04 მარ 202410:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/uama2w4gg122nx5.jpg

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი იქამდე არ დაასრულებს ომს ღაზაში, სანამ ჰამასი არ განადგურდება.

"ჩვენ მანამ არ დავასრულებთ ომს ღაზაში, სანამ ჰამასი არ განადგურდება. ჰამასი, როგორც [ტერორისტული] დაჯგუფება აღარ იარსებებს. ამას დრო დასჭირდება", - თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა