logo
ENG



გალანტი: რაც უფრო გავზრდით ზეწოლას ჰამასზე, მით მეტია ჩვენი მძევლების დაბრუნების შანსი

17 ნოე 202316:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/yboyfnehociwqv9.jpg

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, რაც უფრო გაზრდის ისრაელი ზეწოლას ჰამასზე, მით მეტი იქნება მძევლების დაბრუნების შანსი.

"რაც უფრო გავაღრმავებთ ამ [სახმელეთო] ოპერაციას, გავზრდით ზეწოლას ჰამასზე, გავანადგურებთ უფრო მეტ შტაბს, დავაზიანებთ მეტ გვირაბს, გავანადგურებთ უფრო მეტ მებრძოლს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მით მეტია ჩვენი მძევლების დაბრუნების შანსი, რადგან ამ მტერს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენ მას კარგად ვუხსნით, რას ნიშნავს ძალა", - ამბობს გალანტი.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 242 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები. 

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა