ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 265 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.
ჩატარდა 69 190 ტესტი, მათ შორის სწრაფი ტესტი - 38 203, PCR ტესტი - 30 987
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 24.95%, ბოლო 14 დღის - 20.01%, ბოლო 7 დღის - 23.24%
ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 156 აცრა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში დადასტურდა 1 162 773 შემთხვევა, ვირუსს ემსხვერპლა 14 945 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
დღეისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 146 527 ადამიანი.
მათგან:
5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 191, აჭარაში - 735, იმერეთში - 1 089.
მძიმეა 1 007 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 143, იმერეთში - 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 46, იმერეთში - 27.
2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 639 - აჭარაში.
139 275 ინფიცირებული სახლში მკურნალობს.