logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 69 ადამიანი

26 დეკ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა. 

ჩატარდა 32 741 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%; ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.21%.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 924 368 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 69 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე კორონავირუსით საქართველოში 13 512 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967 საიდანაც:
5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 119, აჭარაში - 535, იმერეთში - 999.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 245 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 125, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 პირი,  მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 34.

920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 592 - თბილისში, 211- აჭარაში.

22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა