დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში სრულ ლოქდაუნთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ლოქდაუნზე გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული:
"ჩვენ ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იყო მსგავსი, როგორიც დღეს, გუშინ და გუშინწინ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ იქნება განხილული. მაგრამ იქნება ის ყველაფერი, რაც 2 თვიანი გეგმით არის განსაზღვრული.
3 იანვრიდან იგივე შეზღუდვები რჩება ძალაში, რაც გვქონდა ჩვენ მანამდე, სანამ ეს შემსუბუქება იქნებოდა სახეცვლილი, როგორც 2 თვიანი გეგმით გამოცხადდა მერე",-განაცხადა გამყრელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში 2 იანვრამდე სრულად იხილეთ აქ.