logo
ENG



გამყრელიძე: 5 ადამიანიდან, რომლებსაც ინდური შტამი დაუდასტურდათ, 2 საქართველოს მოქალაქეა

27 მაი 202120:48
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, 5 ადამიანიდან, რომლებსაც ​​კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდათ, 2 საქართველოს მოქალაქეა, სამი კი უცხო ქვეყნის. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო უკვე დატოვეს, საქართველოს მოქალაქეები კი სახლის პირობებში მკურნალობენ.

მისივე თქმით, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენთან ამ ეტაპზე თითქმის 90-დან 100%-ის ფარგლებში გახლავთ ბრიტანული შტამი. დღეს დადასტურდა 5 პიროვნებაში ინდური შტამის არსებობა. ამ 5 ადმაიანიდან ორი გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და შემოსული იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში.

ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი, აქედან სამმა, რომლებიც გახლდათ უცხოელები, უკვე დატოვეს ქვეყანა, ხოლო დანარჩენი ორი, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები არიან შესაბამისად იზოლირებული და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი არიან სახლის პირობებში და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები დღეს, 27 მაისს დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ავტორიზებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტურია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, ინდური შტამის წინააღმდეგ, რომელიც ჯანმო-ს მიერ ყველაზე "საფრთხილოდ" არის შეფასებული.

ავტორიზებულ ვაქცინებს შორისაა: ფაიზერიმოდერნაასტრაზენეკაჯონსონ & ჯონსონი და სინოფარმი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 125 601 ადამიანია აცრილი. 


close დახურვა