logo
ENG



გამყრელიძე: ერთ-ერთი სამკერვალო კერავს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს

04 აპრ 202013:36
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთჯერადი პირბადეების გამოყენება მხოლოდ 2-3 საათის განმავლობაში არის რეკომენდებული. ასევე გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი სამკერვალო კერავს მრავალჯერადი გამოყენებისთვის პირბადეებს, ის ძირითადად საყოფაცხოვრებო მიზნით იხმარება, თუმცა თუკი მას სამედიცინო პერსონალი გამოიყენებს, ის ერთჯერადი მოხმარების უნდა იყოს.

„ზოგადად პირბადეები არის ჩვენთან N99,რომელიც ყველაზე საშიში ინფექციის დროს გამოიყენება, ეს არ გჭირდებათ. N95 - ასევე საშიში იფექციების დროს, რომლებიც გვაქვს მარაგში. პირბადეები არის ე.წ. ერთჯერადი ხმარების, რომელიც 2-3 საათი შეიძლება გეკეთოთ და შემდგომ უნდა გადააგდოთ ის, არის ასევე პირბადეები, რომელსაც კერავს ერთ-ერთი სამკერვალო, რომლის დანიშნულება, ძირითადად, არის საყოფაცხოვრებო და მრავალჯერადი ხმარების. ის ძირითადად საყოფაცხოვრებო მიზნით იხმარებვა, მაგრამ თუ სამედიცინო პერსონალი იხმარს ის ერთჯერადი ხმარების უნდა იყოს “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა