logo
ENG



გამყრელიძე: ომიკრონი მიდის მსუბუქად, უფრო იოლად აზიანებს ახალგაზრდებს, სწრაფად ვრცელდება

20 დეკ 202113:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/20/tkr2a12cmosbpwp.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის შტამს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დადასტურდა, ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, სწრაფი გავრცელება, გადამდებია იოლად და უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა - 40 წლამდე ასაკს, ასევე ბავშვებს.

"აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი ომიკრონის შტამისთვის, დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე ბავშვებს

ჯერჯერობით რაც არის შემთხვევები და დღევანდელი რიცხვით 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, შედარებით მსუბუქია მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება რთული საპროგნოზოა, რადგან მას სწრაფი გავრცელების და ადვილი გადამდებლობის უნარი აქვს." - ამბობს ამირან გამყრელიძე

საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონის ორივე შემთხვევა დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეებს. ამათგან ერთ-ერთს აქვს მოგზაურობის ისტორია აშშ-ში, მეორეს კი - დუბაიში.

გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი იზოლირებულია. ასევე, მათი დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი და იკვლევენ მათ 26 კონტაქტს.

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.

ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.


close დახურვა