logo
ENG



გამყრელიძე: პიკი გადავიარეთ და დაღმავალ ფერდზე ვართ

31 აგვ 202113:43
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: პიკი გადავიარეთ და დაღმავალ ფერდზე ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა და ამ კუთხით მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები მაინც შეიმჩნევა. 

გამყრელიძემ თქვა: 

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის შემდეგ, ასევე, უფრო ინტენსიური აცრის ფონზე, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით, შემთხვევათა რაოდენობის მაღალ ნიშნულზე. 

დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა 10%-ს. 

ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა "კუდი ჩამოწია" - ანუ გადაიარა პიკი და ფერდზე ვართ. ანუ შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. 

რეპდორუდქიის ინდექსი 1%-ს ჩამოსცილდა და გვაქვს 0.86. 

სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რჩება მაღალი - სიკვდილიანობა. ეს მაჩვენებელი პიკის გადავლიდან 2 კვირის  შემდეგ იწყებს თანდათან შემცირებას"

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან, გარდაიცვალა 79 ადამიანი. 


close დახურვა