დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ, ორჯერ აცრილებისთვის ბუსტერი აუცილებელი გახდეს.
მისი განმარტებით, ომიკრონის შტამთან დაკავშირებით მთავარი აქტიური ბუსტერიზაციაა.
"ომიკრონთან დაკავშირებით მთავარი არის აქტიური ბუსტერიზაცია. ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაიკეთოს მესამე აცრაც, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს ყველასთვის, ვინც ორჯერ აცრილია, აუცილებელი", - თქვა გამყრელიძემ.
საქართველოში ბუსტერის გაკეთება ჩინური ვაქცინებით აცრილებს 3 თვის შემდეგ შეუძლიათ, ფაიზერითა და ასტრაზენეკათი - 5.
საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.