logo
ENG



გამყრელიძე: ქობულეთის ჩაკეტვის საფრთხე არ არსებობს, სიტუაცია მართვადია

16 აგვ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 
d2en0l6fb8wm6ra.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქობულეთის ჩაკეტვის საფრთხე არ არსებობს

როგორც გამყრელიძემ ფორმულას განუცხადა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია

"ქობულეთში დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვსსამივე უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბუნგალოს. დაწყებულია ინტენსიური კვლევები როგორც ამ ადამიანების კონტაქტებთან, ასევე კაფეშიც. ამ ეტაპზე 91 სინჯი არის აღებული. ზოგის პასუხი უკვე მოვიდა და უარყოფითია. ზოგს ველოდებით. კონტაქტები გადაყვანილი არიან კარანტინში. არანაირი საფრთხე არ არის, სიტუაცია მართვადია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქობულეთის ერთ-ერთ ბუნგალოში, ჰავანა, 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. კიდევ ორი თანამშრომლის ინფიცირება დღეს დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება


close დახურვა