logo
ENG



გამყრელიძე კოვიდმენეჯმეტში სტუდენტების ჩართვაზე: ისინი მეორე მსოფლიო ომშიც მიჰყავდათ

26 ოქტ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე კოვიდმენეჯმეტში სტუდენტების ჩართვაზე: ისინი მეორე მსოფლიო ომშიც მიჰყავდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ "პანდემია ომზე ნაკლები გამოწვევა არ არის" და ამ დროს სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზებაა საჭირო, მათ შორის სამედიცინო სტუდენტების:

"მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. თავის დროზე, მე ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი, მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ როცა საჭიროა უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზება, მათ შორის სამედიცინო სტუდენტების",-ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსამზადებლად მოკლე პროგრამა არის შედგენილი და ისინი ექიმის ასისტენტებად იმუშავებენ.

"მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადების. ძირითადი პრინციპები, რა უნდა იცოდნენ კოვიდზე და დარწმუნებული ვარ ისინი ექიმთა ასისტენტებად თავისუფლად იმუშავებენ",-თქვა მან.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდმენეჯმენტში ჩასართავად გადამზადდებიან.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ამით სამედიცინო პერსონალის რეზერვი შეიქმნება და საჭიროების შემთხვევაში სტუდენტები ექიმებს დაეხმარებიან.


close დახურვა