logo
ENG



გამყრელიძე უცნობის აქციაზე: ნებისმიერი თავშეყრა არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციისთვის

09 აპრ 202120:29
3 წუთის საკითხავი
clock 904
გამყრელიძე უცნობის აქციაზე: ნებისმიერი თავშეყრა არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციისთვის

ამირან გამყრელიძე გია გაჩეჩილაძის მიერ მოწყობილ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი დიდი თავშეყრები ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ცუდად აისახება.

ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია რეგულაციები იყოს დაცული.

„ნებისმიერი დიდი თავშეყრა არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს თავშეყრა. ყველა გამწვავება, 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში - სამეგრელო, ზემო იმერეთი, გურია, შიდა ქართლი - უკავშირდება თავშეყრებს. ამიტომ ნებისმიერი თავშეყრა, თუ არ იცვება რეგულაციები: დისტანცია, პირბადე და ხელების ხშირი დამუშავება, მომატებული რისკია ეპიდვითარების", - ამბობს გამყრელიძე.

გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" დღეს აქცია-მარში გამართა ოპოზიციის წინააღმდეგ და "პოლიტიკური ნაგვის გატანა" მოითხოვა.

"უცნობმა" მის მიერვე ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე" ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" წააწერა.

 

 


close დახურვა