დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შემსუბუქდება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 16 იანვრიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია:
"წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – ამბობს გამყრელიძე პირველ არხთან.
მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.
დღეს, 10 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყნაანში ვირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთეკლდა - 617.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 225 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 773 გარდაიცვალა.