ახალგორში მყოფ ქალს, რომელსაც ტესტირება მეორედ ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, განმეორებითი ტესტირება ქალის 6 წლის შვილსაც გაუკეთდა და მისი პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მეარაყიშვილის განცხადებამდე, დედა-შვილის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ გაავრცელა.