logo
ENG



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება

09 თებ 202214:09
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იქნება. განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მანამდე შამუგია მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

"ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევან დავითაშვილს წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და რეფორმებისთვის, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამინისტროში", - თქვა შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნათია თურნავა ჩაანაცვლა.

საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია შაბათის ფორმულამ 5 თებერვალს გაავრცელა


close დახურვა