logo
ENG



გარუსების პოლიტიკა - შაბათის ფორმულა

10 ივნ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპაციის ახალი ფორმა და საქართველოს რუსეთად გადაქცევის სპეცოპერაცია. თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ვხვდებით რუსულ სარეკლამო ბანერებს, მაღაზიებს, სადაც მხოლოდ რუსულად გემსახურებიან, სილამაზის სალონებს, ყვავილების მაღაზიებს, სადღესასწაულო ღონისძიებებისა და ტურისტულ კომპანიებს, სადაც ქართულად ვერავინ გელაპარაკება. შაბათის ფორმულას ექსპერიმენტმა სავალალო სურათი გვაჩვენა. კომპანიები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ მათი მომსახურება გსურს - რუსულად უნდა ლაპარაკობდე. ოლიგარქის მთავრობის რუსულმა პოლიტიკამ, ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტს ახლა ოკუპანტები წარმოადგენენ. რუსეთის მოქალაქეები, ოკუპირებულ ქვეყანაში, შეუფერხებლად იწყებენ ბიზნესს - საქართველოში, რუსების კუთვნილებაში, უკვე ასობით ობიექტია.


close დახურვა