logo
ENG



გარუსებული თბილისი - დროება

23 ივლ 202320:25
3 წუთის საკითხავი
 

რუსული რბილი ძალის ეფექტზე დროების სპეციალური რეპორტაჟების ციკლს ვაგრძელებთ. წინა გადაცემაში გასულ, ბათუმზე მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ფართო გამოხმაურება მოყვა. ეჭვი არ მეპარება რომ თბილისში გადაღებულ ამ კადრებს და მათ საერთო კონტექსტსა და სტატისტიკურ სურათში მოწოდებას დროების მაყურებლისგან არანაკლები რეაქცია ექნება. ამ მომენტისთვის საქართველოში ათასობით რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაფუძნდა. ეს კომპანიები ინტერნეტ ტექნოლოგიების, ტურიზმის, უძრავი ქონების და სხვა სფეროებში აქტიურად საქმიანობენ, რაც დედაქალაქის ცხოვრებიდან ქართული ენის თანდათანობით განდევნას იწვევს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა ჩვენს სამშობლოში მოქმედ დაწესებულებებში სახელმწიფო ენაზე მომსახურებას ვერ ვიღებთ, როგორ შევეწინააღმდეგოთ მშვიდობიან ოკუპაციას? ნახეთ დროების ექსპერიმენტი რუსულენოვანი თბილისიდან.


close დახურვა