logo
ENG



გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი: 100-დან 10 რესტორანი თუ გაიხსნება, უნდა გაგვიხარდეს

27 ნოე 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესის უმრავლესობა ლოკდაუნის პერიოდში გაკოტრდება.

ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამ სფეროში მომუსავე ასი ათასობით კადრი სამსახურის გარეშე დარჩა. 

"თუ 100-დან 10 რესტორანი მაინც გაიხსნება ხელახლა, ეს იქნება ტაშის დასაკვრელი, უნდა გაგვიხარდეს. ლოკდაუნის შემდეგ რესტორანი რომ გაეხსნათ, საოპერაციო თანხები ისესხეს, მაგალითად, ხომ უნდა ვიყიდოთ პროდუქცია, რომ როდესაც მობრძანდებით, რაღაც საჭმელი გაჭამოთ. საშუალოდ, რესტორანზე 30-35 ათასი ლარია [საოპერაციო თანხა]. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა რესტორატორმა, 30 ათასი ლარი რომ ესესხა ბანკისგან, 45 ათასი დოლარის ქონება ჩადო ამისთვის. უკვე ბანკებიც აღარ გვენდობიან. 

7 800-ზე მეტი კვების დაწესებულებაა დასაქართველოში. 7 800 რომ გადავამრავლოთ 30-40-ზე, ყველაზე პატარა რესტორანში 30 ადამიანი მაინც მუშაობს, დაახლოებით, 350 000 ადამიანია მთელ საქართველოში, ვინც ხვალიდან სამსახურს კარგავს", - ამბობს ლევან ქოქიაშვილი. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) საკვები ობიექტები მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ. 

დაკეტილი ობიექტები დროებით გაიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ამ პერიოდში მუშაობას შეძლებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. 

3 იანვრიდან 16 იანვრამდე შეზღუდული დაწესებულებები კვლავ დაიკეტება. 16 იავნრიდან 31 იანვრამდე კი სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება. 


close დახურვა