logo
ENG



გაფიცული ჭიათურა - შაბათის ფორმულა

17 ივნ 202320:48
3 წუთის საკითხავი
 

შიმშილობის, პროტესტის უკიდურესი ფორმის მე-6 დღე ჭიათურაში. მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები და თითქმის მთელი ჭიათურა, ვინც საჯარო სამსახურში არაა დასაქმებული, ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა მძიმე ფორმები ბოლო ორ დღეში მიიღო, როდესაც მაღაროელებმა - პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. გაფიცულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, ერთი შრომასთან ადეკვატური ანაზღაურება, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება მაღაროში.  ბოლო რამდენიმე დღეა მოლაპარაკებები - კომპანიასთან უშედეგოდ მიმდინარეობს. გიორგი კაპანაძის, იგივე რიჟას ბიზნესი, ჭიათურაში ახლა გაჩერებულია, რადგან მაღაროელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სამუშაოებს არ დაუბრუნდებიან, თუმცა ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი, გიგი უგულავას საქმეში ოქროს მოწმე, ხელისუფლების კონტროლქვეშ გადასული, რუსთავი 2-ის წილების მფლობელი, გიორგი რიჟა კაპანაძე -  დათმობაზე წასვლას არ აპირებს. მას ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვს.  ფაქტები მიუთითებს, რომ წარსულში ჯორჯიან მანგანეზს სახელმწიფომ მილიონობით ჯარიმა და საბიუჯეტო დავალიანებები ჩამოაწერა.


close დახურვა