logo
ENG



გახარია: 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში

04 თებ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში

15 თებერვლიდან ქვეყანაში კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები გაიხსნება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაწესებულებები ღია სივრცეში შეძლებენ მუშაობას. 

"ყველაფერი ეს ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ ბიზნესის, კონკრეტული კომპანიების და ყველა სახის ორგანიზაციების. ამიტომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ", - თქვა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდება. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი განახლდება ყველა სკოლაში, მათ შორის თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებშიც.


close დახურვა