logo
ENG



გახარია: ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა

15 ივნ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კახეთში, ლოპოტაზე ხვდება.

პრემიერთან ერთად ადგილზე ეკონომიკური გუნდის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

საუბრის დასაწყისში პრემიერმა აქცენტი ეკონომიკაზე გაამახვილა. გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ქვეყანა ეკონომიკის მიმართულებით გამოწვევის წინაშე იდგა, თუმცა საქართველომ მაინც მოახერხა გამოწვევასთან გამკლავება.

„საქართველოში ეს იყო უკიდურესად მოულოდნელი დარტყმა, გამოწვევა. ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა. შეუძლებელია სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი პროგნოზი გქონდეს იმის თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური ხვალ და ზეგ. ეს არის ყველზე დიდი მდგენელი ამ კრიზისის, რომელიც გვაიძულებს ყველას ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების მიღება, როგორიც ყო ჩინეთთან ფრენების შეჩერება, მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების მიღება, როგორიც იყო იტალიასთან ფრენების შეჩერება, მძიმე იყო იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ უკვე ბევრი წელია, თავისუფალ ეკონომიკაში მუშაობენ და ამ ყველაფერს ვახორციელებდით გაზომილად. ვცდილობდით თითოეული ნაბიჯი გაგვეზომა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


close დახურვა