logo
ENG



გახარია: ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს

05 მარ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. 

გახარიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ მაღალი პასუხისმგებლობა აჩვენა და მთავრობის ნაბიჯებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დადებითად არის შეფასებული. 

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ან ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება, ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, რომელშიც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ მმართველი გუნდი კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკრიტიკა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ვირუსების გავრცელების პრევენცია უნდა მოახდინოს და მსგავსი შემთხვევების დროს სამოქმედო გეგმა მანამდე ჰქონდეს შექმნილი, ვიდრე ვირუსი გავრცელდება. 

 

 


close დახურვა