logo
ENG



გახარია: მესტიასა და ლენჯერს 2 სექტემბრიდან ვხსნით

26 აგვ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 
vtxlim3jenjrvle.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება.

"კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებსა და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერს 2 სექტემბრიდან", - წერს გახარია.

ცნობისთვის, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, მესტიაში, უშგულსა და სოფელ ლენჯერში 10 აგვისტოდან მკაცრი რეგულაციებია დაწესებული

ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდვებს აპროტესტებს და მთავრობას რეგულაციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებდნენ.


close დახურვა