logo
ENG



გახარია: ოლივერ ვარჰეის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ვესაუბრე

24 მაი 202214:25
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან ოლივერ ვარჰეისთან ონლაინშეხვედრა გამართა.

გახარიას თქმით, მთავარი სათქმელი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა იყო.

"რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა იყო, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ურყევი, ისტორიული არჩევანია.

ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", - წერს გახარია Facebook-ზე.


close დახურვა