პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სოფლის მეურნეობას გვერდში მაქსიმალურად დაუდგება.
გახარიას თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მეწარმეები 30 000 ლარამდე გრანტებს მიიღებენ.
"ზრუნვა სოფლის მეურნეობაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. გადავწყვიტეთ რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გრანტები აგვეწია 30 000 ლარამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის. სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერასაც ვაგრძელებთ, ამიტომ 2020 წელს სამელიორაციო საფასურისგან სრულად იქნებიან განთავისუფლებულები როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.