საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას აფასებს. გახარია შოთაძეს ღირსეულ ადამიანად აფასებს და ამბობს, რომ ის საქმის პროფესიონალია.
„საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. ბევრი ღირსეული ადამიანია წარდგენილი, მაგრამ მე ვიცნობ მარტო ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი. მან ბოლო წლების განმავლობაში არა ერთხელ დაამტკიცა რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. იმიტომ არის ღირსეული შოთაძე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ცეკვების გარეშე“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ წარუდგინა.