logo
ENG



გახარია ასოცირების ხელშეკრულებაზე: ამ საძირკველზე საქართველოს ევროპული მომავალი აშენდება

27 ივნ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 
j96eo55z92x6gg1.jpg

პრემიერი გიორგი გახარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-6 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებაა ის საძირკველი, რომელზეც საქართველოს ევროპული მომავალი აშენდება.

გახარიას თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდება.

„დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის - თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას“, - წერია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოცირების ხელშეკრულების მე-6 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი და მზარდი ურთიერთობების საფუძველია. 

ამავე განცხადებაში ევროკავშირის ელჩი მომავალ არჩევნებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად. ევროკავშირის ელჩი სამართლებრივ რეფორმებთან და სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მეტ ენთუზიაზმს ელოდება.


close დახურვა