logo
ENG



გახარია აქციებზე: არავინ არავის უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ

26 ნოე 202015:12
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვები არ შეეხება, თუმცა მოქალაქეებმა დისტანცია უნდა დაიცვან.

ფორმულას ჟურნალისტი დაინტერესდა, გავრცელდება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვები აქციებზე. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ეს არის თითოეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი". 

"რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს სწყინს როდესაც შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო, ყრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო. რა სხვაობაა ქორწილს, ქელეხსა და აქციას შორის გავრცელების თვალსაზრისით, სხვაობა არ არის, ან წინა საარჩევნოდ 600-კაციანი სუფრის. სამწუხაროდ ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი ის არის, რომ ის სწრაფად და მარტივად ვრცელდება. არავინ არავის უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას, დისტანცია დავიცვათ",- განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა