logo
ENG



Reformerfitness-ის მსგავსად, შეზღუდვებს არც მუზეუმი Holoseum ემორჩილება და იხსნება

29 ნოე 202017:04
3 წუთის საკითხავი
clock 3430
2020/11/29/vf77wyz4gcjhnk4.jpg

ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბ Reformerfitness-ის მსგავსად, შეზღუდვებს არც მუზეუმი Holoseum ემორჩილება და შაბათს გახსნას გეგმავს.

მათი ინფორმაციით, მუზეუმი დიდ ტერიტორიაზეა განთავსებული და შენობაში განიავებისა და ჰაერის ფილტრაციის სისტემებია დაყენებული.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივი გადაწყვეტილების გამო მოგვიწია დახურვა, შაბათ-კვირას დავბრუნდებით განახლებული ფორმით. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები.

Reformerfitness-ს მშვენიერი ინსიპირაციაა და ჩვენც ვეცდებით, ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის. ჩვენთან 1000 კვადრატული მეტრი, გაშლილი ფართია. უძლიერესი განიავების და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ყველა ნორმატივი, რომელიც კი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც დაგვხურეს.

ასევე ვითვალისწინებთ, რომ დღეს ქვეყანაში უმეტესობამ დაკარგა შემოსავალი, დაკარგა ხალისი ქუჩაში გამოსვლის და ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ისეთი ახალი ფორმით გავიხსნებით რომ შეძლებთ გვესტუმროთ უფასოდ.
დიახ

ჰოლოზეუმი აღარ იქნება ფასიანი. აღარც პანდემიის პერიოდში და აღარც მომავალში", - წერს მუზეუმი Facebook-ზე.

ფიტნესკლუბი რეფორმერი შეზღუდვების მიუხედავად გაიხსნა, ის დააჯარიმეს, თუმცა ფუნქციონირებას მაინც აგრძელებს. მოგვიანებით ობიექტი გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახლად იქირავა.

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ


close დახურვა