logo
ENG



გახარია ვიქტორ ჯაფარიძეზე: თუ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, მოკვლევა დაიწყება

03 ივლ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 
gckcbybnxbn53ww.jpg

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს მიერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საფუძველი იქნება, შესაბამისი სამსახურები მოკვლევას დაიწყებენ. 

„ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო ანტიკოროფციული სამსახური, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას აგდაუგზავნიან და იმდენად ტრანსპარენტული და ღიაა დღეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში, მედია სივრცე, რომ არაფერი დაიმალება. ყველამ ყველაფერი იცის. თუ იქ არსებობს იოტისოდენა საფუძველი, რომ აქ მოკვლევა დაიწყოს, რა თქმა უნდა, დაიწყება“, - აღნიშნა გახარიამ. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ  6,264,688 ლარი შეადგინა.


close დახურვა