პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება.
გახარია აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს და ამას მსოფლიოში გამოცხადებულ პანდემიას უკავშირებს.
"რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ველოდებით და შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც დაიცავს ბალანსს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკური განვითარების პოტენციალს შორის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.